ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა და ამჟამად 10 მოზარდი მკურნალობს, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
„ამ დროისთვის ჩვენთან მკურნალობს 69 პაციენტი, მათგან დადასტურებული დიაგნოზით არის 59. გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ის არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. მოზარდი გვყავს სულ 10. ერთი პაციენტია მძიმე და 11 პაციენტი არის საყურადღებო. ახალი პაციენტი გვყავს 4, ორი გადმოყვანილია თეთრიწყაროდან, ხოლო ორი თბილისიდან. ჩვენთან უკვე დადასტურებული დიაგნოზით შემოვიდნენ, აღნიშნული 4-დან 2 დედა-შვილია“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.