მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"

5ea28fed889c6
ინგა მურუსიძე
24.04.20 11:08
788
ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორ მოზარდს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, თუმცა ვითარება უკვე სტაბილურია.

„დღეს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს 47 პაციენტი, მათგან 22-ს დადასტურებული აქვს კოვიდ-19. 2 არის ახალი პაციენტი, ისინი გადმოიყვანეს მარნეულიდან, ორივე სხვადასხვა ოჯახიდან არის და მათი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია. გვაქვს 2 გამოჯანმრთელება - პაციენტები უკვე გაეწერნენ კლინიკიდან. 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სურათი, პრაქტიკულად, ალაგებულია. ერთი გვყავს 5 წლის ბავშვი, 2 მოზარდს ჰქონდა პნევმონია, თუმცა ძალიან მალე ალაგდა. ასევე 3 არის საყურადღებო პაციენტი“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს კვლევაში ჩართვას 8 პაციენტი ელოდება, ხოლო გუშინ გაკეთებული 12 კვლევიდან ყველა უარყოფითი იყო.