ბრიტანული კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი ბოდი შოპი სულ მალე საქართველოში გახსნის თავის პირველ ოფიციალურ მაღაზიას.
პირველი მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება 7 დეკემბერს თბილისის შუაგულში - რუსთაველის #20 -ში.
ბოდი შოპი არის გლობალური სილამაზის ბრენდი, რომელსაც აქვს B Corp -ის სერთიფიკატი. ბოდი შოპი არის პიონერი იმ ფილოსოფიის დანერგვაში, რომელიც ამბობს: “ბიზნეს შეუძლია კარგი საქმეების კეთება.“
ბოდი შოპი სთავაზობს თავის მომხმარებლებს ეთიკური გზით წარმოებულ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ის მართავს 3000 ზე მეტ მაღაზიას, საქართველო კი გახდება ბოდი შოპის 73-ე ქვეყანა.
ბოდი შოპი - ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული პროდუქცია, რომელსაც რეალურად აქვს შედეგი
ბოდი შოპი სთავაზობს თავის მომხმარებელს 700-მდე პროდუქტს, რომლის შემქმნელებიც ბუნებას ღრმა პატივს სცემენ და ცდილობენ პროდუქციის უმეტესობა შეიქმნას საჯარო ვაჭრობის შედეგად. დღესდღეისობით ბრენდი მოიხმარს 24 სახეობის მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს და ჰყავს 32 მომწოდებელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ბოდი შოპის არც ერთი პროდუქტი არ არის ცხოველებზე ტესტირებული და ეხმარება მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი ქალებს და გოგონებს, შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც არიან, იყვნენ ამაყები თავიანთი სხეულით და მომავლით. ბრენდი იყენებს მაღალი ხარისხის ნატურალურ ინგრედიენტებს, როგორიც არის შეა, კანაფი და ჩაის ხე.
ბოდი შოპი - ბიზნესი, როგორც სიკეთის ძალა
ბოდი შოფი არის ნამდვილად უნიკალური ბრენდი, რომელიც დაარსდა 1976 წელს ქალაქ ბრაიტონში (ინგლისი) მეწარმე, აქტივისტი ქალის ანიტა როდიკის მიერ და მას მერე ინარჩუნებს ნოვატორის სტატუსს. ბრენდი იყო პიონერი, რომელმაც შექმნა ფილოსოფია, რომ ბიზნესის საშუალებით შეიძლება სიკეთის კეთება. ბრენდის კონცეფციაც ამას ითვალისწინებს: იბრძოლოს უკეთესი და უფრო ლამაზი სამყაროსთვის. ბოდი შოპი ყოველთვის იყენებდა და იყენებს თავის მაღაზიებს, ასევე პროდუქციას იმისთვის, რომ ილაპარაკოს გარემოს და ადამიანის უფლებების შესახებ. წლების განმავლობაში ბრენდმა ჩაატარა მრავალი გლობალური კამპანია ადამიანის უფლებების, ცხოველთა და გარემოს დაცვის შესახებ. მისმა გლობალურმა აქტივიზმმა დაიმსახურა თაობების მხარდაჭერა. რაც მთავარია, ბოდი შოპის ყველა საერთაშორისო კამპანიამ გამოიღო შედეგი.
ბოდი შოპი - თანასწორობისთვის მებრძოლი
ქალების უფლებებს ყოველთვის უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი ბოდი შოპის ყოველდღიურ საქმიანობაში. ბრენდი ახორციელებს სხვადასხვა კამპანიებს, რომლის საშუალებითაც ცდილობს მისცეს ქალებს, გოგოებს იგივე უფლებები და შესაძლებლობები, რაც გააჩნიათ მამაკაცებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ