22.იანვარი .2020 22:45

Boeing-ი 737 Max-ის თვითმფრინავების წარმოებას სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევრიდან განაახლებს

views 318
უკან

Boeing-ი ყველაზე მოთხოვნადი 737 Max-ის მოდელის თვითმფრინავების აგებას დროებით აჩერებს. როგორც კომპანია აცხადებს სავარაუდოდ აღნიშნული მოდელის წარმოებას 2020 წლის მეორე ნახევრიდან განაახლებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, Boeing-ს აღნიშნული მოდელის წარმოება აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) შეუზღუდა.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ დასკვნამდე შესაბამისი შემოწმებების საფუძველზე მივიდა და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოება მათთვის პრიორიტეტია. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს თუ როდის აღდგება თვითნფრინავის წარმოება, თუმცა, სავარაუდოდ ეს 2020 წლის მეორე ნახევარი იქნება.

თავის მხრივ Boeing-ი აცხადებს, რომ აღნიშნული შეფერხების გამო თანმშრომლების სამსახურიდან გაშვებას არ აპირებს და მათ სხვადასხვა საქმეზე გადაანაწილებენ. კომპანია იმედოვნებს, რომ კრიზისს გადალახავს და მალე განაახლებს ყველაზე მოთხოვნადი მოდელის წარმოებას.

შეგახსენებთ, Boeing 737 Max-მა ბოლო ორ წელში ორი ავიაკატასტროფა განიცადა, რასაც ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.