მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ი ახალი კრიზისის წინაშე დგას - საწვავის ავზებში ნარჩენები აღმოაჩინეს

5e4ced2687480
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.20 20:20
1921
ამერიკული ავიამწარმოებელი Boeing-ი ახალი კრიზისის წინაშე დადგა, თვითმფრინავ Boeing 737 MAX-ის საწვავის ავზებში ნარჩენები აღმოაჩინეს. საქმე ეხება ისეთ თვითმფრინავებს, რომლებიც ჯერ ექსპლუატაციაში არ არის, რადგან ავიაკომპანიებისთვის ჯერ არ მიუწოდებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიის პრესსამსახურმა BBC-ის განუცხადა, ისინი მზად არიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ავიამწარმობელ კომპანიაში დეტალური გამოძიება აწარმოონ, ხოლო ნაპოვნი ხარვეზი უმოკლეს დროში გამოასწორონ.

Boeing 737 სერიის თვითმფრინავების პროგრამის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს არის “აბსოლუტურად მიუღებელი”.

Boeing-ი თავისი არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიზისის გადალახვას ცდილობს. ახალი თაობის თვითმფრინავი 737 Max 8, რომელიც გამოშვებისთანავე პოპულარული გახდა და გაყიდვებიც ელვის სისწრაფით იზრდებოდა, მარეგულირებლის ბრძანებით დროებით ხმარებიდან ამოიღეს.

შეგახსენებთ, 2018 წლის 29 ოქტომბერს ინდონეზიაში Lion Air-ის 737 Max 8-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 189 ადამიანი ემსხვერპლა. მსგავსი კატასტროფა იდენტური მიზეზით განმეორდა 2019 წლის 10 მარტს. მაშინ Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას 157 ადამიანი დაიღუპა. 2019 წლის 14 მარტიდან 737 Max 8-ის ოპერირება დროებით აიკრძალა.

Boeing-მა პრობლემის გამოსწორება დაიწყო და აღნიშნული მოდელის თვითმფრინავის ბაზარზე დაბრუნებას 2020 წლის ბოლომდე გეგმავს.