მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ი მომავალი კვირიდან წარმოების განახლებას გეგმავს

5e999ebf27697
ნათია თაქთაქიშვილი
17.04.20 16:40
938
Boeing-ის 27,000 თანამშრომელი კომპანიის ქარხანას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ისინი საქმიანობას 24 აპრილიდან შეუდგებიან, მანამდე კი, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველანირი ზომა იქნება მიღებული.

Boeing-ი აცხადებს, რომ კომპანია მუშაობას განახლებული რეჟიმით შეუდგება - შემცირებული იქნება სამუშაო საათების განაკვეთი, დაცული იქნება თანამშრომლებს შორის დისტანცია როგორც - შენობაში, ასევე, შენობაში შესვლისას და მისი დატოვებისას. თანამშრომლებს დისტანცირების დაცვაში დაეხმარება სპეციალური სტიკერები, რომელიც  ქარხნის იატაკზე განთავსდება.