მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ი რუსეთთან კავშირს წყვეტს

621eece41d11b
თელარა გელანტია
02.03.22 08:02
550
კომპანია Boeing-ი რუსულ ავიახაზებთან კავშირს წყვეტს და ყვეელა ძირითად ოპერაცია აჩერებს. ინფორმაცია CNN-ს კომპანიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

„ჩვენ შევაჩერეთ ძირითადი ოპერაციები მოსკოვში და დროებით დავხურეთ ოფისი კიევში. ასევე ვწყვეტთ რუსული ავიახაზების ნაწილების, ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების სერვისებს. სანამ კონფლიქტი გრძელდება, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია რეგიონში ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია კომპანიის პრესსპიკერის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყოველდღიურად არაერთი კომპანია წყვეტს ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს ცას უხურავს.