მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ის ხელმძღვანელი: 737 MAX ყველაზე უსაფრთხო იქნება

5db7f29af11e8
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 22:10
1095

Boeing-ის პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი დენის მიულენბურგი პირობას დევს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების შემდეგ, 737 MAX ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო თვითმფრინავი იქნება. მიულენბურგის განცხადების თანახმად, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა , "ბოინგმა"737 MAX– ის ფრენის მენეჯმენტის პროგრამაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა.


"ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა ჩავდეთ Boeing-ის უსაფრთოხების განვითარებისთვის. გამოვყავით ყველა საჭირო რესურსი იმის უზრუნველსაყოფად, რომ 737 MAX-ის ხარვეზები ყოვლისმომცველად და საფუძვლიანად შესწავლილიყო; როდესაც 737 MAX დაბრუნდება მსოფლიო ავიაციაში, ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო თვითმფრინავი იქნება", - თქვა განაცხადა მიულენბურგმა.



როგორც ამერიკული კომპანიის პრეზიდენტმა აღინიშნა, Boeing-ის განვითარებაში 100.000 საათზე მეტი ჩაიდო, ხოლო 737 MAX გაუმჯობესებისთვის 814 სატესტო ფრენა განხორციელდა და უსაფრთოების პროგრამა დაიხვეწა.

 

შეგახსენებთ, რომ Boeing და მისი კუთვნილი თვითმფრინავები საერთაშორისო სკანდალში დაახლოებით, 3 წლის წინ გაეხვა. ინდონეზიური დაბალიბიუჯენტიანი ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი 737 Max 8 2018 წლის 29 ოქტომბერს ჯაკარტასთან ახლოს, ერთ-ერთ კუნძულზე ჩამოვარდა, ავიაკატასტროფას 189 ადამიანი ემსხვერპლა. 2019 წლის მარტში კი, კომპანიის ლაინერმა, რომელიც ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილებაში იყო, ეთიოპიის ქალაქ დებრე ზეიტის მახლობლად კატასტროფა განიცადა. შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა.


აღნიშნული ავიაკატასტროფების შემდეგ, მსოფლიოს დაახლოებით, 20 ქვეყანამ ამ მოდელის თვითმფრინავების ფრენები აკრძალა.