თვითმფრინავების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა Boeing-მა შესაძლოა, $17 მილიარდი მიიღოს, $2 ტრილიონიანი ფინანსური რესურსიდან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თვითმფრინავების მწარმოებელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კომპანიას მინიმუმ 60 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი სჭირდება, რათა გაუმკლავდეს იმ წნეხს, რაც ავიასექტორზეა.
გუშინ, პენსილვანიის რესპუბლიკელმა სენატორმა პეთ თუმიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 17 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი არ არის მხოლოდ Boeing-სთვის განკუთვნილი.
"თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ თანხა მხოლოდ Boeing-სთვის არის განკუთვნილი. თუკი აღნიშნული რესურსი გამოიყოფა, ის მთლიანად სექტორისთვის იქნება განკუთვნილი", - განაცხადა სენატორმა.
შეგახსენებთ, რომ Boeing-ი ისედაც გამოწვევების წინაშე იდგა ბოლო დროს, კომპანიის გარშემო განვითრებული შემთხვევების გამო.
2018 წლის 29 ოქტომბერს, ინდონეზიაში, Lion Air-ის 737 Max 8-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 189 ადამიანი ემსხვერპლა. მსგავსი კატასტროფა იდენტური მიზეზით, 2019 წლის 10 მარტს განმეორდა. მაშინ Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას 157 ადამიანი დაიღუპა. 2019 წლის 14 მარტიდან 737 Max 8-ის ოპერირება დროებით აიკრძალა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის