29.იანვარი .2020 23:20

Boeing-მა 2019 წელს 636 მილიონი დოლარი იზარალა

views 310
უკან

Boeing-მა 2019 წელს 636 მილიონი დოლარი იზარალა. ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა. CNBC-ის ცნობით, ეს კომპანიის წლიური ზარალის პირველი შემთხვევაა 1997 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანიის შემოსავალი 10,46 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

როგორც Boeing-ში განაცხადეს, 2019 წლის ბოლო სამ თვეში შემოსავლები 37%-ით შემცირდა და 28,34 მილიარდიდან 17,91 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

Boeing-ის ზარალის მიზეზი 737 Max მოდელის ლაინერების ორი ავიაკატასტროფა გახდა, რასაც ასობით ადამიანი შეეწირა. შედეგად Boeing-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელის თვითმფრინავების მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერეს.

მიმდინარე თვეს Boeing-მა აღნიშნული მოდელების წარმოებაც შეაჩერა.