მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 40%-ისთვის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლის მანძილზე გაუარესდა - ACT

62f7baa020993
BM.GE
13.08.22 19:09
1479
მოსახლეობის 40%-ისთვის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლის მანძილზე გაუარესდა - ამის შესახებ კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც კომპანიის კომპეტენციის ლიდმა ნათია რუხაძემ მიმოხილვაში „ჯერ საქართველო და მერე ვნახოთ“ მიმოიხილა.

კომპანია „ეისითიმ“ მოსახლეობის გამოკითხვა ტურიზმის საკითხებზე 2022 წლის 11-16 ივნისის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი 18+ ასაკის შემთხვევითად შერჩეული საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო ფინანსური რისკების განცდა აქვს.
„დასვენების სეზონისთვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური მზაობის შესაფასებლად, უპირველესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ - მოსახლეობის 40%-ზე მეტი ამბობს, რომ პირადად მათი და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან მეტწილად გაუარესდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება მოსახლეობის მოლოდინებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აქაც საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევრის (45%) თქმით, მოვლენები საქართველოში მკაფიოდ ან მეტწილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს კი მათ აღქმაში ფინანსური რისკებისგან დაუცველობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.