მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOG სებ-ის გადაწყევტილებას აფასებს

5d9480d3c264f
BM.GE
02.10.19 14:37
1151
საქართველოს ბანკი აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახრსებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-მდე შეუმცირდებათ, რაც საბანკო სექტორში დამატებით $700 მილიონის რესურსს გამოათავისუფლებს.

როგორც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ სულხან გვალიამ BM.GE-ს განუცხადა, გადაწყვეტილება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგია, რაც მათ აძლევს რწმენას, რომ ლარი გამყარებისკენ წავა.

„სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგი, რამაც გამოიწვია დოლარზე რეზერვის შემცირება და ლიკვიდურობის შეწონვა. ეს ინსტრუმენტები აძლიერებს დოლარის მიწოდებას ბანკების მხრიდან ქართულ კომპანიებზე, ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.

გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიეწოდება ეკონომიკას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს კოორდინაცია გვაძლევს რწმენას, რომ ლარი წავა გამყარებისკენ და იმ კურსისკენ, რაც არის ეკონომიური ფუნდამენტით გამართლებული ანუ ლარი 2.7-დან 2.8- მდე დასტაბილურდება. სებ-ის გუშინდელი კონკრეტული ქმედებით ქართული ბანკებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის რესურსის დამატებითი მიწოდება მოხდა ეკონომიკისთვის. ჯამში ეს ორი ფაქტორი ძალიან იმედის მომცემია. ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ "-, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ სულხან გვალიამ.