13.სექტემბერი .2019 11:19

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

უკან

საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. 

რეაბილიტირებული მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდ. მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება.

პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი; მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები; ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები; განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა