მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისის რაიონში კოოპერატივმა 1.5 მლნ ლარის ინვესტიციით სამაცივრე მეურნეობა აამოქმედა

5f2433fee32e0
ვიქტორია მღებრიშვილი
01.08.20 19:00
1771
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხატის სოფლის მიმდებარედ 1 თვეა რაც კოოპერტივი „გიო“-ს ინიციატივით 1.5 მლნ ლარის ინვესტიციით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.

როგორც კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი გია კორძაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, სამაცივრე მეურნეობის ამოქმედების მიზეზი მათი მოსავლის შენახვის საჭიროება იყო.

„კოოპერატივში 6 წევრი ვართ და ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სამაცივრე მეურნეობის ამოქმედება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს პროდუქტს ძირითადად კარტოფილი და ხახვი შეადგენს, რომლის აღების შემდეგ თუ ვერ მოხდებოდა სრული რაოდენობის რეალიზაცია, გვიწევდა 15 თეთრად გაყიდვა. ეს სამაცივრე მეურნეობა კი შემოსავალს ერთი ორად გაგვიზრდის, რადგან აქ თერმულად შენახული კარტოფილს შემდეგ სათანადო ფასად სათესლე პროდუქტად გავყიდით“, - განაცხადა გია კორძაძემ.

მისი თქმით, სამაცივრე მეურნეობის ჯამური ინვესტიცია 1.5 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც სამშენებლო მასალების გაძვირებით იყო განპირობებული. პროექტის საწყისი ღირებულება 1 020 000 ლარი იყო, სადაც 510000 ლარი ერთიანი აგროპოექტის ფარგლებში მიღებული გრანტია, ხოლო 500 00 შეღავათიანი აგროკრედიტი.

კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ დაინტერესება ფერმერებში უკვე დიდია.

„მეურნეობაში 800 ტონა ბოსტნებულის შენახვაა შესაძლებელი, საიდანაც ჩვენი კოოპერატივის წილი 60%-70% იქნება, ხოლო დანარჩენ პროდუქტს ადგილობრივი ფერმერებისგან, მათივე ხელშეწყობისთვის ჩავიბარებთ“, - აღნიშნა ფერმერმა.

გია კორძაძის თქმით, კოოპერაციულ საწარმოში მუდმივად 20 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სეზონურად მოსავლის აღების სამუშაოებზე 30-40 ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.