მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისში 12 მლნ ბოთლი ღვინის წარმოებას და ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ” - გაერთიანება “ღვინო ბოლნისი”

629322c774fae
ლიკა გურაბანიძე
29.05.22 21:00
1240
გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” დამფუძნებელი გურამ ავქოფაშვილი bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2022 წლის რთველი ბოლნისის მუნიციპალიტეტში წარმატებული იქნება. ამის თქმის საფუძველს კი მას ამინდები და ამ ეტაპზე ხარისხიანი ყურძნის მოსავალი აძლევს.

“2022 წელს შარშანდელთან შედარებით, ჩვენს წარმადობას დაახლოებით 12%-ით გავზრდით” - აღნიშნა ავქოფაშვილმა. მისივე თქმით, მეღვინეთა გაერთიანებას (40 მეღვინისგან შემდგარი) ვენახები ამჟამად ჯამში 1 000 ჰექტარზე აქვს გაშენებული, თუმცა მიზანია ამ რაოდენობის 10 000 ჰექტრამდე გაზრდა.

“ჩვენი მიზანია, რომ 10 წელში ბოლნისში ვაწარმოოთ და ექსპორტზე გავიტანოთ 12 მლნ-ი ბოთლი ღვინო, ახლა კომპანია ჯამში 200 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მას ევროპის ბაზარზე ვყიდით. მოცულობების გასაზრდელად ჯერ შესაბამისი ვენახები უნდა გავაშენოთ.

აქ გერმანელები 200 წლის წინ ვენახებს ფლობდნენ და ისინი 12 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებდნენ. ჩვენი გავრცელების ბაზრები კონკრეტულად და პრინციპულად არის ევროპა, რადგან იქ ხარისხს აფასებენ და ღვინოში მაღალ ფასსაც იხდიან. ჩვენთვის 7 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ევროპის ბაზრებზე მოვხდებოდით, თუმცა ამ ბაზრებმა ჩვენი ღვინოები მოითხოვა” - განმარტა გურამ ავქოფაშვილმა.