მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 1 კვირაში Covid-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა - სტატისტიკა განახლდა

62a83ab2d15c1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 11:37
804
საქართველოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 515 შეადგინა. შედეგად ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 1 658 755 შემთხვევა ფიქსირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განახლებული Covid-სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის Covid-19-ით სულ 543 ადამიანია ინფიცირებული.

6-დან 12 ივნისამდე პერიოდში, ვირუსით ინფიცირებული 546 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 1 641 348 შეადგინა, რაც საერთო დადასტურებული შემთხვევების 99%-ია.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ბოლო 7 დღეში ვირუსმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვმა 16 838 შეადგინა, რაც დადასტურებული შემთხვევების 1%-ია.

6-12 ივნისის პერიოდში სულ - 100 232 ტესტი (92 556 ანტიგენ ტესტი,7 676 პჯრ ტესტი ) ჩატარდა;
„უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი; 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.51%“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ სტატისტიკაში.