24.ივნისი .2022 19:47

ბოლო 1 თვეში დიზელი 30%-ით გაძვირდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

ბოლო 1 თვეში დიზელი 30%-ით გაძვირდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი
views 945
უკან

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,5 ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ღირებულება 25-30%-ით გაიზარდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასების მხრივ განსხვავებული სურათია ბენზინის ტიპის საწვავის შემთხვევაში, სადაც ფასების კლების ტენდენცია შეიმჩნევა. ამ ეტაპზე არაბრენდირებულ ბენზიგასამართ სადგურებში რეგულარის ტიპის საწვავს 3 ლარის ფარგლებში ყიდიან, თუმცა ამის პარალელურად პრემიუმისა და სუპერის ტიპის საწვავზე ფასები კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

“ვითარება საქართველოს ბაზარზე დიზელის ფასთან დაკავშირებით არის საკმაოდ რთული. სირთულე განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის პირველი ის, რომ საერთაშორისო ფასები უშუალოდ დიზელზე არის საგრძნობლად გაზრდილი. დღეს ის რეკორდულად ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ 1 ტონა 1 360 დოლარზეა ასული, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25-30%-იანი გაძვირებაა.

ამას ემატება ის, რომ მომწოდებლებთან დაკავშირებით არის მნიშნელოვანი პრობლემები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე დიზელის საწვავის გარკვეული დეფიციტია, რასაც თავისი ობიექტური ფაქტორები განსაზღვრავს. მათ შორის აზერბაიჯანიდან ბოლო ორ თვეზე მეტია გართულებულია პროდუქციის მოწოდება, ტექნიკური გადაირაღების პროცესი მიდის აზერბაიჯანში. ერთი მხრივ გაზრდილი საერთაშორისო ფასი და მეორე მხრივ მოწოდებაში შეფერხებები იწვევს ფასების ზრდას”,-აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

ის იმასაც ამბობს, რომ ნავთობიმპორტიორები მაღალი საერთაშორისო ფასით დიზელის ქვეყანაში შემოტანას თავს არიდებენ, რამაც დეფიციტი შექმნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა