მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 1 თვეში, "წითელი ხიდზე“, 55 070 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელი ამოიღეს

619f6eb9d290a
ინგა მურუსიძე
25.11.21 15:05
523
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულიდან გამომდინარე მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი“, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საწვავის ავზებში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 1 200 ლიტრი დიზელის საწვავი.

"აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ბოლო 1 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი“, 55 070 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.