"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ჯანდაცვის სისტემას ენდობა, ხოლო მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს.
გარდა ამისა, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით, ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
კითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, გამოკითხულთა 73% ამბობს, რომ სრულად ან ნაწილობრივ ენდობა, 25% ამბობს, რომ ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ენდობა, ხოლო 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება კითხვას - როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას? - თუ შევადარებთ 2020 და 2021 წლების გამოკითხვების შედეგებს, გამოდის, რომ 2020 წლის დეკემბერში მთავრობის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 60% აფასებდა, ხოლო 2021 წლის დეკემბერში - 50%. მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებდა 2020 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 33% , ხოლო 2021 წლის დეკემბერში იგივე მაჩვენებელი 43%-მდეა გაზრდილი.
შეგახსენებთ: 2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი უკან დარჩა, 37% ამბობს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, ხოლო 12% ამბობს, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ