მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 დღეში საქართველოში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა

5e673f426fc6f
ინგა მურუსიძე
10.03.20 11:07
1331
1-დან 10 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტიურად არ დარჩა რეგიონი, სადაც ხანძრის კერა არ დაფიქსირდა.

„კახეთში იყო 18 კერა, სამცხე-ჯავახეთში - 1 კერა, რაჭა-ლეჩხუმში - 3 კერა, ქვემო ქართლში - 5 კერა, შიდა ქართლში - 2 კერა, გურიაში - 4 კერა, იმერეთში - 6 კერა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4 კერა. გუშინდელი დღიდან ხანძრების გააქტიურება იყო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ფაქტიურად არც ერთი კუთხე არ დარჩა ხანძრების გარეშე. მივმართავთ მისახლეობას, მაქსიმალურად გაფრთხილდით. ხანრძები ლოკალიზებულია, თუმცა აქტიური კერები ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.