16.მაისი .2021 23:44

ბოლო 10 წელში ჯანდაცვაში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, თუმცა ამონაგები ხელშესახები არაა - შეინ როზენტალი

ბოლო 10 წელში ჯანდაცვაში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, თუმცა ამონაგები ხელშესახები არაა - შეინ როზენტალი
views 403
უკან

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი გადაცემა "ანალიტიკაში" სახელმწიფო პროექტების ეფექტიანობის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შედეგზე ორიენტირებული პროექტების მიმართულებით უნდა განახორციელოს ინვესტიციები. როგორც როზენტალი ამბობს, ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი იყო, სადაც საქართველოს მთავობამ ბოლო 10 წელში მსხვილი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა ქვეყანას ამ მხრივ ხელშესახები ამონაგები ჯერჯერობით არ მიუღია. 

"დიდი ინვესტიცია ჩაიდო ჯანდაცვის სექტორში ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ ამონაგები ჯერ კიდევ არ არის ხელშესახები და ამას აჩვენებს ჯანმრთელობის მაჩვენებლებიც,"- ამბობს შეინ როზენტალი. 

საქართველოში ADB-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე ხარჯების სწორად პრიორიტეტიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგანაც მთავრობას შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვს.

"მიგვაჩნია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია საჭიროა. პრინციპში, ჩვენ უკვე ვაკვირდებით ამ პროცესს. ზოგიერთი პროექტი გადაიდო. მაგალითად, გზის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც დისკუსია მიდიოდა დაფინანსებასთან დაკავშირებით, გადავადდა 1ან 2 წლით. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლა აქვს დრო პრიორიტეტი მიანიჭოს კონკრეტულ პროექტებს, რომელთა ამონაგებიც საბოლოო ჯამში ყველაზე მაღალი იქნება. რომელი პროექტები პასუხობს ყველაზე მეტად საქართველოს ხედვას, იყოს თანამედროვე ეკონომიკის ქვეყანა, იყოს სატრანზიტო ჰაბი დანარჩენი მსოფლიოსთვის და ასევე იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი - განათლება - არ შეიცვლება. ჩვენი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან სათანადო განათლების არმქონე მუშახელი ვერ ჩაერთვება ეკონომიკაში და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდაც ვერ იქნები ისეთი, რომ მისგან სარგებელი გაცილებით მეტმა ადამიანმა ნახოს. ამას ძალიან დიდი ინვესტიციები არ სჭირდება,"- ამბობს შეინ როზენტალი. 

საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსება ჯანდაცვის სექტორის მიმართ განსაკუთრებულად 2013 წლის, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა. Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში გასამმაგდა 2010-19 წლებში 1.3 მილიარდ ლარამდე. აღნიშნულის შედეგად, ჯიბიდან გადასახადების წილი 73%-დან 56%-მდე შემცირდა იმავე პერიოდში. ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში კვლავ მაღალია ევროკავშირის (16%) და რეგიონის შესადარის ქვეყნებთან შედარებით (38%).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა