მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელია 1.49% - Stopcov.ge

60471cb68a5bd
თელარა გელანტია
09.03.21 10:58
426
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 139 შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი. Stopcov.ge-ის ინფორმაციითვე, ვირუსმა კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარაში - 3, იმერეთში - 24, ქვემო ქართლში - 9, შიდა ქართლში - 10, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 9, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 152, იმერეთში - 266.

ამასთან, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 115, აჭარაში - 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 - თბილისში, 12 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 145, ხოლო აჭარაში - 17.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 568 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 417 პირი, აჭარაში - 453, იმერეთში - 679.