მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში Covid-19-ით 450 პირი დაინფიცირდა, 6 კი გარდაიცვალა

62454f56278d6
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.22 10:49
671
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Covid-სტატისტიკა რამდენიმე წუთის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

31 მარტის სრული სტატისტიკა კი ასეთია:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 648 264 , ბოლო 24 საათში - 450
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 624 993 , ბოლო 24 საათში - 1 540
• მათ შორის გარდაცვლილი - 16 745 , ბოლო 24 საათში - 6
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23 626, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 537, PCR ტესტით - 2 089
• დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,9%, ბოლო 14 დღის - 3,44%, ბოლო 7 დღის - 2,75%
• სულ აცრილია - 2 859 230, დღიურად აცრილია - 1 804
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 535.