მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში 25 ადამიანი აიცრა - სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 44% - NCDC

628204465d39b
მარიამ ვარადაშვილი
16.05.22 12:34
731
დაავადებათა კონსტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 44%, რაც 1 265 920 ადამიანია.

მინიმუმ 1 დოზით აცრილია 1 367 737 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 47.6%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზით აცრილია 251 369 პირი.

NCDC-ის მონაცემებითვე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 აცრა ჩატარდა.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციას, 12-15 წლის ბავშვებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 256 (2.4%), ხოლო სრულად აცრილია - 3 395 (1.91%). 

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 740 (15.71%), სრულად აცრილი კი 11 253  (13.88%) მოზარდია.