მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში 30 პაციენტის დამატება პიკს არ ნიშნავს-მარინა ეზუგბაია

5e955ba6ed653
ინგა მურუსიძე
14.04.20 10:42
754
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში 30 პაციენტის დამატება პიკს არ ნიშნავს და უნდა დაველოდოთ რა იქნება.

ეზუგბაიას თქმით, უკვე ერთხელ იყო შემთხვევა, როცა შედარებით მეტი პაციენტი დაემატა დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვს, თუმცა შემდეგ კვლავ შემცირდა.

„ჩვენთან გუშინ 6 ახალი პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, ერთი მოზრდილია და 4 მოზარდი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ასეთი რაოდენობა პიკს არ ნიშნავს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ერთი დღე არ არის კანონზომიერი, რომ შემდეგ დღეებშიც ასე გაგრძელდება, დაველოდოთ.

ჩვენთან კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ და ის გადაყვანილია იზოლირებულ განყოფილებაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი დღეს დილის მდგომარეობით 296-ს შეადგენს.