მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში 5 184 Covid-ტესტი გაკეთდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4.01%-ია

624ab5b79b8b1
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 13:06
397
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 184 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 587 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 597 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 649 430 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.82% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.23-ია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 628 643 გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 758 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარაში - 10, ში - 16, შიდა ქართლში - 4, გურიაში - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 19, კახეთში - 14, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 003 საიდანაც, 491 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 261, აჭარაში - 30, იმერეთში - 92.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 127 პირი, მათ შორის, თბილისში - 78, აჭარაში - 17, იმერეთში - 14.

3 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.