მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში Covid-19-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა

5fcb2a8e34926
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 11:02
697

ბოლო 24 საათში covid-19-ით საქართველოში კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ის 5 დეკემბრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.

უახლესი სტატისტიკით, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2 306-ით გაიზარდა და 129 210 ადამიანი შეადგინა.

ქვეყანაში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი 5 450 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 158 154-მდე გაზარდა.