მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში Covid 19-ით აჭარაში - 7, თბილისსა და იმერეთში 4-4 ადამიანი გარდაიცვალა

5f991f2cbc622
BM.GE
28.10.20 11:33
839
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სიჭნავას განცხადებით, გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით.

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე”,- აცხადებს ის.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 012, აჭარაში - 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში - 267, აჭარაში - 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი - მათ შორის, თბილისში - 67, აჭარაში - 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 - აჭარაში, ხოლო 1 250 - თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე.