მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

61ee43df34173
ინგა მურუსიძე
24.01.22 10:44
546
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 7 947 და გამოჯანმრთელების 5 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

24 იანვრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 059 392 , ბოლო 24 საათში - 7 947
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 967 585 , ბოლო 24 საათში - 5 550
მათ შორის გარდაცვლილი - 14 732 , ბოლო 24 საათში - 31
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 35 082, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 608, PCR ტესტით - 14 474
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 22,65%, ბოლო 14 დღის - 13,08%, ბოლო 7 დღის - 16,61%
სულ აცრილია - 2 658 343, დღიურად აცრილია - 1 550
კარანტინის რეჟიმში - 34
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 061.