მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 1550 და გამოჯანმრთელდა 494 ადამიანი - stopcov.ge

600679cb80686
ინგა მურუსიძე
19.01.21 10:58
618

სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე სტატისტიკური მონაცემები განახლდა. 19 იანვრის მაჩვენებლებით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1550-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების 494-ით გაიზარდა.

19 იანვრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 249465 , ბოლო 24 საათში - 1550

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 235130 , ბოლო 24 საათში - 494

მათ შორის გარდაცვლილი - 2973 , ბოლო 24 საათში - 15

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17398, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12166, PCR ტესტით - 5232

კარანტინის რეჟიმში - 472

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3656

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 563.