მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 მოქალაქე გარდაიცვალა

6174fd7624a4f
BM.GE
24.10.21 10:53
623
ბოლო 24 საათში კორონავირუსმა ქვეყანაში კიდევ 43 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 9 742 ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 483  ადამიანი.

დღის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 692 240 , ბოლო 24 საათში - 3 436
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 630 961 , ბოლო 24 საათში - 4 483
მათ შორის გარდაცვლილი - 9 742 , ბოლო 24 საათში - 43
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 32 031, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 618, PCR ტესტით - 12 393
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,73%, ბოლო 14 დღის - 9,06%, ბოლო 7 დღის - 9,13%
სულ ჩატარდა - 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია - 4 209
კარანტინის რეჟიმში - 51
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 041
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 957.