მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 მოქალაქე გარდაიცვალა

6039ed673d2ec
BM.GE
27.02.21 10:53
484
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 373 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 542 პირი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

26 თებერვლის სრული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 270510 , ბოლო 24 საათში - 373
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 264589 , ბოლო 24 საათში - 542
მათ შორის გარდაცვლილი - 3499 , ბოლო 24 საათში - 14
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34933, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23966, PCR ტესტით - 10967
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,07%, ბოლო 14 დღის - 2,07%, ბოლო 7 დღის - 1,76%
კარანტინის რეჟიმში - 332
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1481
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 164.