მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 მოქალაქე გარდაიცვალა

6121e9fc637ad
BM.GE
22.08.21 11:00
737
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 159 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 451 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 803 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, ხოლო გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.