მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 მოქალაქე გარდაიცვალა

60d02a48ca808
ინგა მურუსიძე
21.06.21 10:48
299
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი განახლდა, რომლის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 მოქალაქე გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-მა ქვეყანაში სულ 5175 მოქალაქე იმსხვერპლა.

21 ივნისის სრული Covid-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 359141 , ბოლო 24 საათში - 260
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 345582 , ბოლო 24 საათში - 834
მათ შორის გარდაცვლილი - 5175 , ბოლო 24 საათში - 15
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11059, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5205, PCR ტესტით - 5854
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,35%, ბოლო 14 დღის - 2,45%, ბოლო 7 დღის - 2,62%
სულ აცრილია - 234410, დღიურად აცრილია - 922
კარანტინის რეჟიმში - 37
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2819
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 590.