მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 693 ტესტი ჩატარდა - stopcov.ge

622705677c5a4
ინგა მურუსიძე
08.03.22 11:27
683
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 798 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 895 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 783 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 629 065.

"რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 19.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 16.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 450 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 568 064.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 430 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 171 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 418, ქვემო ქართლი - 105, შიდა ქართლი - 182, გურია - 167, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 218, კახეთი - 228, მცხეთა-მთიანეთი - 78, სამცხე-ჯავახეთი - 54, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 65.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 545 საიდანაც, 2 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 898, აჭარაში - 167, იმერეთში - 444.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 607 პირი, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 72, იმერეთში - 107.

42 336 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.