მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 7,972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5eec91f6a5183
ნათია თაქთაქიშვილი
19.06.20 15:03
865
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 7,972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.

საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში COVID-19-ის 569,063 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსს 181 პაციენტი ემსხვერპლა. სულ ეპიდემიის დროს ქვეყანაში გარდაიცვალა 7,841 ადამიანი.

როგორც ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსი 10,000-ზე მეტმა პაციენტმა დაძლია. სულ 320,000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა