მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში საქართველოში 4,274 აცრა ჩატარდა

60fd13175a1e4
BM.GE
25.07.21 11:30
1146
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4,274 ვაქცინაცია - რის შედეგადაც, ერთი დოზით მაინც აცრილი ადამიანების რაოდენობა 402,765 გახდა.

უფრო დეტალურად, ორჯერადად აცრილია 137,978 ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 3.7%-ია.

იმისთვის, რათა 2021 წლის ბოლომდე ორჯერადად აიცრას ზრდასრული მოსახლოების 60%, ამისთვის საჭიროა, რომ დღეში 19,000 ვაქცინაცია კეთდებოდეს.

უახლოეს დღეებში ვაქცინაციის რაოდენობა გაიზრდება, რადგანაც აშშ-ის მიერ ნაჩუქარი 500,000 დოზა Pfizer-ის ვაქცინის ათვისება იწყება.