06.მარტი .2021 10:57

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
views 363
უკან

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ ინფიცირების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 3 567 ადამიანი შეადგინა.

6 მარტის covid-სტატისტიკა კი ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 272 617 , ბოლო 24 საათში - 355;
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 266 344, ბოლო 24 საათში - 91;
მათ შორის გარდაცვლილი - 3 567 , ბოლო 24 საათში - 4;
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19 737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12307, PCR ტესტით - 7 430;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,8%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,44%
კარანტინის რეჟიმში - 312;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1387;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 142.