მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 7 059 აცრა ჩატარდა

61ea68cf11c8b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.22 12:12
452
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 იანვრის მონაცემებით COVID-19-ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში ქვეყანაში სულ 2 635 602 აცრაა ჩატარებული.

აქედან მინიმუმ 1 დოზით 1 315 413 ადამიანია აცრილი, რაც 18 წელს ზევით მოსახლეობის 45.8%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 202 951 ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 41.9%. ამასთან დღეისთვის ბუსტერ დოზით 123 087 პირია აცრილი.

NCDC-ის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 3 698 (2.09%) პირი, ხოლო სრულად - 2 553 (1.44%) პირია აცრილი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 299 (15.17%) სრულად აცრილია - 10 714 (13,21%).

გასული დღის - 20 იანვრის განმავლობაში კი ქვეყნის მასშტაბით სულ 7 059 აცრა ჩატარდა, რომელთან განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 3 021; იმერეთი - 882; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 674; ქვემო ქართლი - 642; კახეთი - 551; აჭარა - 464; შიდა ქართლი - 390; სამცხე-ჯავახეთი - 197; გურია - 116; მცხეთა-მთიანეთ - 94; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 28.