13.იანვარი .2021 14:10

ბოლო 24 საათში შემოწმებულ 318 ობიექტს გაფრთხილება მიეცა - ბექა ფერაძე

ბოლო 24 საათში შემოწმებულ 318 ობიექტს გაფრთხილება მიეცა - ბექა ფერაძე
views 388
უკან

2021 წლის 12 იანვრის მდგომარეობით, ერთობლივი ჯგუფების მიერ შემოწმდა გასული 24 საათის განმავლობაში 318 ობიექტი“, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრევენციული მიზნებიდან გამომიდნარე, 318-ვე ობიექტის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა.

ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ მონიტორინგი ხორციელდება იმ ობიექტების მიმართ, რომელიც დღეს ეკონომიკურად აქტიურები არიან, ხოლო შემოწმებულ ობიექტებს შორის რამდენია ფიზიკური პირი, ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს ხელთ არ ჰქონდა, რადგან მისი თქმით, ფიზიკური პირების შემოწმებას შსს ახორციელებს.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა 2020 წლის 28 ნოებრიდან შემოწმებული ბიზნესსუბიექტების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია.

„2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 12 იანვრის ჩათვლით, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ და ეს ჯგუფებია - შრომის ინსპექცია, შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები, საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია და ფინანსური პოლიცია, ერთობლივად, ჯამში, შემოწმდა 47 435 კომპანია, რაც დიდი რიცხვია. მათგან 25 913-ის მიმართ განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, იმისთვის რომ თითოეული კომპანიის მიერ რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად იყოს გააზრებული. განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 14 588 ობიექტის მიმართ და ყველა მათგანი სრულად აკმაყოფილებდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს“, - განაცხადა ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა