საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის პირველი კვარტალში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით მხოლოდ $125.4 მლნ შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია. ყველაზე დიდი რაოდენობით FDI ბრიტანეთიდან ($88 მლნ), რუსეთიდან ($32.9 მლნ) და თურქეთიდან ($24.1 მლნ) შემოვიდა.
2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, მეორე ადგილზე 35.5 მლნ დოლარით ენერგეტიკის სექტორი იმყოფება, ხოლო მესამეზე ადგილზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი - 27.9 მლნ აშშ დოლარით.
BM.GE-ისთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებულ მაჩვენებლებზე საუბრისას საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ 2021 წლის პირველი კვარტალი, წინა წლის პირველ კვარტალს კი არ უნდა დარდებოდეს, არამედ ზოგადად 3-4 წლიანი ტენდენცია უნდა შეფასდეს.
„ზოგადად, ბოლო 3-4 წელია დინამიკა ძალიან ცუდია. ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნის დინამიკაა. როგორც ჩანს, ის სიკეთეები, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეს შეეხება სხვადასხვა რეიტინგებს, ლიბერალურ საგადასახადო გარემოს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის საკმარისი არ არის. ეს აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისია“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ინვესტიციების შემოდინების შემაფერხებელ ფაქტორებს ასახელებს და ამბობს, რომ არსებული წნეხი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ამცირებს.
„რა უნდა გაკეთდეს ამ სიტუაციაში, როდესაც ინვესტორები არ ხარჯავენ და მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან; რა უნდა დავახვედროთ ინვესტორებს, რომ მაინცდამაინც საქართველოში წამოვიდნენ, ამაზე უნდა ვიფიქროთ. ამ კუთხით პრობლემები ბევრად კომპლექსურია, დაწყებული ლარის კურსით, რადგან დოლარში ინვესტირება და ლარში უკუგება პრობლემას ქმნის ნებისმერი ინვესტორისთვის, როდესაც ლარის კურსი უფასურდება; პრობლემები უკავშირდება რეგულაციებს, რადგან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს დაწესებული და ეს დამატებითი ტვირთია ნებისმიერი საინვესტიციო პროექტისთვის; ასევე ეს უკავშირდება ინვესტიციების დაცულობას და ამ კუთხით ყველა სასამართლოს უყურებს, სადაც დავები 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს ინვესტორისთვის პრობლემაა და ის ვერ აღიქვამს, რომ ეს მისთვის მეგობრული გარემოა. არანაკლები პრობლემაა ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია, რადგან ახალი ინვესტიციები გვინდა-არ გვინდა ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება. ჩაკეტილი წრეა. ჩვენ გვინდა ახალი ინვესტიცია, მაგრამ მეორე მხრივ, ინვესტორი უყურებს ახალი ტექნოლოგიისთვის რამდენად მზადაა ადგილობრივი სამუშაო ძალა. ეს ყველაზე რთული და გრძელვადიანი პრობლემაა; როდესაც ჩვენი კვალიფიკაცია და პოტენციური ინვესტიციებისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად აცდენილია, ეს კომპლექსური პრობლემებია, რომლებიც დამატებით წნეხს ქმნის უცხოურ ინვესტიციებზე", - აცხადებს BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ამასთან, ლევან ვეფხვაძე ენერგეტიკის დარგში შემოსულ FDI-ის „ზღვაში წვეთს“ უწოდებს და კონკრეტულად ამ დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
„ენერგეტიკაში ინვესტიციის გაზრდა ალბათ გასაგებია, რადგან გასულ წელს გადინება იყო, წელს კი გარკვეული თანხა - $35 მლნ ლარი შემოვიდა, მაგრამ ეს თანხა ზღვაში წვეთია, რაც შეიძლება ამ სექტორში ჩაიდოს. ზღვაში წვეთია, იმიტომ რომ ესაა გამზადებული პროექტები, რომლებსაც ბევრი ბარიერი აქვს, თუნდაც გარკვეულ პროექტებთან მიმართებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებული პრობლემები და ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, რომ რაღაც პროექტებთან დაკავშირებით არ მოახდინოს განსხვავება. ალბათ ლექციები უნდა ჩავუტაროთ და ავუხსნათ, რომ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფი და მზის და ქარის სადგურისთვის ტარიფი არ შეიძლება ერთი საზომით გავზომოთ. ალბათ ერთი შაბათ-კვირა დაგვჭირდება, რომ დავსხდეთ და გავაგებინოთ უფრო ადეკვატურად აღიქვან ეს პრობლემები, რაც დღეს გვაქვს“, - ამბობს ვეფხვაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი