მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 4 თვეში ექსპორტზე $1.8 მლნ-ის ვაშლი გავიდა

619c93b05cb62
ინგა მურუსიძე
23.11.21 11:11
560
2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 2,184 ტონით (44%), ხოლო ღირებულება - 347 ათასი აშშ დოლარით (16%) შემცირდა.

"საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.
2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,775 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.