მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 4.5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $65.7 მილიონის თხილი გავიდა

5fd73c663dae1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.20 16:29
1017
2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე საქართველოდან ექსპორტირებული 12 664 ტონა თხილის ღირებულებამ 65.7 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში თხილის ექსპორტის მოცულობა 3.5 ათასი ტონით (38%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 19.7 მლნ აშშ დოლარით (43%) გაიზარდა.

უწყების ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 641 ტონა), იტალიაში (2 830 ტონა), ჩეხეთში (616 ტონა), ლიეტუვაში (355 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (240 ტონა), ლატვიაში (106 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ბელგია (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (703 ტონა), რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (362 ტონა), უკრაინა (212 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

„2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.