მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 6 თვეში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99.5% აცრილი არ იყო - Forbes

60e1585f00044
თათია კაკიაშვილი
04.07.21 11:30
1335

ბოლო 6 თვეში COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების 99.5% აცრილი არ ყოფილა. ამის შესახებ ამერიკული "ფორბსი" დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის, დოქტორ როშელ ვალენსკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. ვალენკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ვაქცინა COVID-19-ის ვირუსის გამო სიკვდილიანობის პრევენციის ერთადერთი ბერკეტია.

"მას შემდეგ, რაც აშშ-ში მოსახლეობის აცრა დაიწყო, კოვიდსიკვდილიანობის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს. თამამად უნდა ითქვას, რომ ვაქცინების ეფექტიანობა სწორედ ისაა, რომ ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან არიდება შევძელით“, - განაცხადა დოქტორმა როშელ ვალენსკიმ.

კიდევ ერთი, Associated Press-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, მაისში შტატებში კოვიდით გარდაცვალების 18.000-ზე მეტი შემთხვევიდან, 99.2% აუცრელ მოქალაქეებზე მოდიოდა.

დოქტორ  ვალენსკის თქმით, ვაქცინას „დადებითი სიგნალები უჩანს“ ვირუსის ახალ, დელტა ვარიანტთან ბრძოლის წინააღმდეგაც, რომელიც შტატებში ახალი ინფიცირების შემთხვევების 25%-ს შეადგენს.

ამასთან, ვალენსკი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ქვეყნებთან მიმართებით, სადაც ამ დრომდე მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელი 30%-ს არ აღემატება.