მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ათი დღეა COVID-19-ით დაინფიცირებულთა ასაკობრივი სპექტრი შეიცვალა- ეზუგბაია

5e7ef7b408dfc
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 10:56
670
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო ათი დღეა შეიცვალა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ასაკობრივი სპექტრი.

„ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან დასაწყის პერიოდში, როდესაც დაიწყო კოვიდის გამოვლენები, მეტნაკლებდ ჭარბობდა ახალგაზრდა და საშუალო ასაკი. ბოლო ათი დღეა შეიცვალა ასოკბრივი სპექტრი, 60 წელს გადაცილებული უკვე 7 პაციენტია. 70-ს გადაცილებული 3-ია პაციენტი და 80-ს გადაცილებული 2-ია.

ასაკი გარკვეულწილად მაღალი რისკის შემცველია და ასეთ პაციენტებთან დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი და გამოსავალი რთულია და ამაზე საუბარი მარტივი არაა. აუცილებლად მოითხოვს დინამიურ მეთვალყურეობას და მხოლოდ და მხოლოდ ხანგრძილივი დაკვირვების შემდეგ გამოსავალზე საუბარს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 85-ია. მათგან 14 გამოჯანმრთელდა.