მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ეს საგანგაშოა - თამარ გაბუნია

614850bf00c1e
ინგა მურუსიძე
20.09.21 13:22
506
"ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და ეს საგანგაშოა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც მიუთითებს იმას, რომ საჭიროა, ვაქცინაციის კიდევ უფრო მეტი სტიმულირება და შესაძლოა, ეს იყოს საინფორმაციო კამპანიის გაფართოება, ოჯახის ექიმების მეტად ჩართულობა და ა.შ.

„ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი კარგია; თბილისი ლიდერობს, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 60% უკვე აცრილია. იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე და განსაკუთრებით საყურადღებოა ასაკობრივი ჯგუფები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, აცრა ქვეყანაში, ჯერჯერობით, ნებაყოფლობითია და სხვა მოდელი ამ ეტაპზე არ განიხილება.

კითხვაზე - ვაქცინაციის წახალისებისთვის დაწყებულმა ლატარიამ რამდენად გამოიღო შედეგი, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ შედეგების შესაფასებლად, დაახლოებით, ერთი თვე უნდა გავიდეს.

ვაქცინაციის ⅔ მეორე დოზებზე მოდის, ბოლო 24 საათში პირველი დოზით მხოლოდ 2,000 მოქალაქე აიცრა