22.ივნისი .2020 12:37

ბოლო ერთ კვირაში 5,347 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 36 კგ თუთუნი ამოიღეს

views 269
უკან

15-22ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოსთანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 5,347 კოლოფი სიგარეტი და 36 კგ. თუთუნი)შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოვლინდა, აქედან, ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსხაური ავრცელებს. 

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სახელმწიფო საკუთრებაში იქნა მიქცეული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა