საქართველოში 30 მაისიდან 5 ივნისის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 658 240 შეადგინა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ერთი კვირის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში 514 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. შედეგად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 640 802 შედგინა, რაც საერთო შემთხვევების 99%, ხოლო ვირუსისგან 16 835 ადამიანი გარდაიცვალა.
30 მაისიდან 5 ივნისის პერიოდში ვირუსის გამოვლენით მიზნით, სულ 103 529 ტესტი (93 577 ანტიგენ ტესტი,9 952 პჯრ ტესტი ) ჩატარდა.
„უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.49%“, - ნათქვამია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.