მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ კვირაში შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა

61239812c0170
BM.GE
23.08.21 16:44
750
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა. ამის შესახებ კახეთში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მან შეხვედრაზე გამკაცრებულ მონიტორინგზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა"-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება. მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო.