მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

5e67dc0d512ad
თამთა ჯიჯავაძე
10.03.20 22:38
24873
ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად არის 23 შემთხვევა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პაციენტი, მათ საავადმყოფოში იწვა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ იყო ცნობილი:

„პიროვნება რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ სამი დასნებოვდა. ეს ასრულებდა თავის მოვალეობას, მშრომელი კაცია, რაღაც სამუშაო შეასრულა. და თავად როგორც ამბობს, რაღაც ფული აიღო საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით გადაიდოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ხოლო რაც შეეხება კიდევ ხუთ ადამიანს, ცერცვაძის თქმით, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

„ისინი არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წარმომადგენელი უკვე ჩვენთან წევს მერვე დღეა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩვენთან წევს, და რომელიც მაშინ დადასტურდა შვიდი დღის წინ.

ესენი მაშინ გამოკვლეულები იყვნენ და მაშინ არ დაუდასტურდათ. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ინკუბაციური პერიოდი არ იყო გასული, და ახლა დაუდასტურდათ.

ჩვენ ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში. ერთი ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც იწვა ჩვენთან და მასთან მყოფი ეს ხუთი ადამიანი. და კიდევ ის ექვსი კაცი, რომელიც ნომერ ოთხ პაციენტთან ერთად იმყოფებოდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.